სოფელ კავთისხევში მდინარემ მანქანა გაიტაცა – არის მსხვერპლი

ავტომობილი, სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა სოფელ კავთისხევში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ხოლო მესამეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები