“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, შეიქმნება ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, შეიქმნება ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია ვებგვერდზე საჯაროდ განთავსდება და იქნება გამჭვირვალე.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა საჯაროდ განთავსდება ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები