ვახტანგ გომელაური: პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ძალადობის წახალისებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ძალადობის წახალისებას წარმოადგენს.

„როდესაც რამდენიმე პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს, ანუ ესროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, არის ძალიან ცუდი. მე ვთხოვე ჩემს თანამშრომელს, მოეძიებინა, თუ არის სადმე, ასეთი რამ რომ პოლიციელი ან დაჭრა, ან თავდასხმა მოახდინო და რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს წახალისებაა და არასწორია. პოლიციელზე თავდამსხმელი, მით უმეტეს, ასეთი აშკარა, რომელიც ამბობ: კი, მე ვესროლე და ძალიანაც კარგი ვქენიო , ადამიანი შეიწყალო, გამოუშვა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე ხნის წინ იყო პოლიციელის მკვლელი, რომელიც იყო დაკავებული, დაახლოებით 3-4 წელი მოიხადა, კიდევ უნდა მჯდარიყო, თუ არ ვცდები, 12 წელი ჰქონდა მისჯილი, ისიც შეიწყალა, გამოუშვა. სრულიად მიუღებელია ჩემთვის.
არა მარტო პოლიციელის მკვლელის გამოშვება, არამედ მკვლელის შეწყალება ნამდვილად მიუღებელია. არა მარტო ეს ერთი იყო, არამედ იყო ბევრი, იგივე ნარკომოვაჭრეების თემა. სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამკვირვებია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები