რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტავროპოლის მხარეში ბომბდამშენი- რაკეტმზიდი Tu-22M3 ჩამოვარდა.
უწყების ცნობით, ინციდენტი აეროდრომზე დაბრუნებისას მოხდა, „საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ“.
თვითმფრინავის ბორტზე ოთხი მფრინავი იმყოფებოდა, მათ კატაპულტირება შეძლეს. მათგან სამი სამძებრო ჯგუფის მიერ არის ევაკუირებული, ერთს ეძებენ.
წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ბორტზე საბრძოლო მასალა არ იყო, თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა. ხაზგასმით აღნიშნეს რუსი სამხედროები.