პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის, რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ წუთებში მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.