ბალტიმორში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, მდინარე პატაპსკოზე 2,5-კილომეტრიანი საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შემდეგ 6 ადამიანი დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა, მაშველებმა მათი ძებნა უკვე შეწყვიტეს.

”ძიების ხანგრძლივობისა და წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებს ცოცხლებს ვეღარ ვიპოვით”, – თქვა აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, მერილენდის შტატის პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები სამაშველო ეტაპიდან სხეულების ამოღების ეტაპზე გადადის.

ფრენსის სკოტ კი-ს სახელობის ხიდი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მის ერთ-ერთ საყრდენს 300-მეტრიანი საკონტეინერო გემი შეეჯახა. ექვსივე დაკარგული ადამიანი მუშა იყო, ისინი ხიდზე გზის საფარს არემონტებდნენ. ბრიგადის კიდევ ორი ​​თანამშრომელი გადაარჩინეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები