ბერლინში პოლიციამ პროპალესტინური აქციის კარვები დაშალა, რომლებიც სამთავრობო უბანში ორი კვირის წინ გაიშალა

ბერლინში პოლიციამ პროპალესტინური აქციის კარვები დაშალა, რომლებიც სამთავრობო უბანში, ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციის შეჩერების მოთხოვნით, ორი კვირის წინ გაიშალა.

ამის შესახებ dpa წერს.

პოლიციამ პროტესტის ასეთი ფორმა აკრძალა და გადაწყვეტილება ორგანიზატორებს შეატყობინა. 20-მდე კარვის დემონტაჟი დილის საათებში მოხდა. მათში აქციის 20-მდე მონაწილე იყო.

ასეთი ფორმით პროტესტის აკრძალვა პოლიციაში განმარტეს იმით, რომ ბანაკში „სისხლის სამართლის დანაშაული ხდებოდა”, მათ შორის სიძულვილისკენ წაქეზება, ასევე, ძალოვნების მიმართ ძალის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. გარდა ამისა, კარვები გარკვეულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, როგორც მწვანე ზონების, ისე ზოგიერთი შენობის დაცვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები