„მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავენ“ – გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა
მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლო იმსჯელებს, – ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების სიმცირის გამო, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობს.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. შეკრება-მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმა მუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, რომელიც არის სასამართლოს განსჯადი, ეს აქციის მონაწილეებს ეხება და რაც შეეხება ორგანიზატორს, 5000 ლარია ჯარიმა. ჩვენ განმარტება გავაკეთეთ, განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე, მოვუწოდე აქციის მონაწილეებს და ასევე ორგანიზატორებს რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება ახლა არ არის და რაოდენობიდან გამომდინარე. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს“, – აღნიშნა მემანიშვილმა.