ტრამპი: თაღლითმა ბაიდენმა ახლახან გამოაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის – ვამბობ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ტრამპი აცხადებს, მზად არის დებატებისთვის თეთრი სახლის ლიდერთან.

„თაღლითმა ჯო ბაიდენმა ახლახან გამოაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის! ყველამ იცის, რომ ის ამას ნამდვილად არ გულისხმობს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მე ვამბობ: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, როგორც ადრე ამბობდნენ მოკრივეები“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის დებატები გამართოს ყოფილ პრეზიდენტთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები