მერია: ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება

ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება.

სამშენებლო სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები, განხორციელდება ტრიბუნების მოწყობა შესაბამისი გადახურვითა და VIP ლოჟით. შენობა სრულად ადაპტრირებული იქნება შშმ პირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები