მერცი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზად არის
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, 20 მაისს მიიღებს.
„ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, უდიდესი დათმობაა. პუტინი არ გამოჩნდა, რითაც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს კანცლერი.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მეტად მკაცრ სანქციებს დააწესებს, თუ მოსკოვი მიმდინარე კვირაში უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ნაბიჯებს არ გადადგამს.