არჩილ გორდულაძე: გახარია ცდილობს, აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მცდელობაა, ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოუვა

,,გიორგი გახარია ცდილობს, აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის. კარგად ვიცით, ეს ადამიანი ვინ არის, რაც არ უნდა განცხადებები აკეთოს, წარსულს ვერ ჩამოირეცხავს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას აქვს მცდელობა, ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოსდის და არც გამოუვა.

„გიორგი გახარია ცდილობს, აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, ეს ადამიანი ვინ არის. გახარიამ თავადვე აღიარა, რომ ნიკა მელიას გადასარჩენად ერთ-ერთ ელჩთან კონსულტაციები გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. გახარიამ რაც არ უნდა განცხადებები აკეთოს, წარსულს ვერ ჩამოირეცხავს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურყევი კავშირი აქვს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძოლაში გადაჯაჭვულები არიან. მისი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოსდის და არც გამოუვა. ეს ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება. „ნაცმოძრაობაში“ რეალური დაპირისპირება არ არსებობს. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთმანეთი ნალანძღი ჰყავთ. ისინი გაერთიანებული არიან თავიანთი პატრონების დავალების შესაბამისად. მათთვის მთავარია, დავალება რა იქნება. ამის შესაბამისად, ისევ ერთად დადგებიან. მათი დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები