სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ორმხრივ ფორმატში გაიმართება,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც RBC-Ukraine-ს წყაროებმა აცნობეს, რუსული მხარე მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის წარმომადგენლების დასწრებას ეწინააღმდეგება.
ამავდროულად, თურქული მხარის ყოფნა, სავარაუდოდ, მისასალმებელი სიტყვით შემოიფარგლება.
როგორც ცნობილია, უკრაინის დელეგაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტაა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ 16 მაისს რუსეთ-უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დიდ იმედებს არ ამყარებს და დაამატა, რომ მხოლოდ ტრამპისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი, საბოლოოდ გაირკვეს, თუ რა სურს რუსულ მხარეს.