სტამბოლში თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა ქალაქ სტამბოლში დასრულდა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებმა შეხვედრა კომენტარების გარეშე დატოვეს.

როგორც BBC იუწყება, აშშ-ის დელეგაცია სტამბოლში მყოფ რუსეთის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრას გამართავს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები