ნავალნის დღეს დაკრძალავენ – ტაძარში, სადაც პოლიტიკოსია დასვენებული, რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, სასაფლაოზე კი პოლიციაა მობილიზებული

რუსეთის ციხეში გარდაცვლილ ოპოზიციონერს, 47 წლის ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ამჟამად კი, პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ღვთისმშობლის ხატის ტაძარში მიმდინარეობს.

ადგილობრივი ოპოზიციური მედიასაშუალებები წერენ, რომ გვიან ღამით ტაძართან რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, ეკლესია, ფაქტობრივად, შემოღობილია. გარდა ამისა, რკინის კონსტრუქციები მეტრო მარიინოდან ეკლესიამდე, მთელი რაიონის პერიმეტრზეა გადაჭიმული.

ეკლესიის შესასვლელში წერია, რომ შენობაში აუდიო, ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.

ასევე, “მედიაზონა” წერს, რომ თავად სასაფლაოსთან უკვე პოლიცია გამოჩნდა.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები