მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეფასებით საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის დაბალ ტემპს

„მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეფასებით საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის დაბალ ტემპს. 2025 წელს იქნება 2,9%, შემდგომ უფრო დაბალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება 2025 წელს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ცნობისთვის, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6% უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტი გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები