პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს განუცხადეს, რომ აქციაზე არ იყო მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო გზის გადასაკეტად.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 – ლარიანი ჯარიმა.

მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 51-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები