პუტინმა სამხრეთის სამხედრო ოლქის ახალი ერთეული შექმნა, რომელშიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები შეიყვანა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული დამტკიცდა, რითაც 2020 წლის 5 ივნისის დადგენილება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ახალი განკარგულების თანახმად, რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები, ანექსირებულ ყირიმში მდებარე ქალაქი სევასტოპოლი, ასევე,  “დონეცკი” და “ლუგანსკი” ამიერიდან რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქს მიეკუთვნება.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორია მოიცავს – ადიღეს, დაღესტანს, “დონეცკს”, “ლუგანსკს”, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, ყალმუხეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს, ანექსირებულ ყირიმს და ქალაქ სევასტოპოლს, ჩრდილოეთ ოსეთს, ჩეჩნეთს, კრასნოდარის და სტავროპოლის ტერიტორიებს, ასტრახანის, ვოლგოგრადის, როსტოვის ოლქებს, ასევე, უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებს.

ბრძანება ძალაში 1-ელ მარტს შედის – ყირიმში რუსეთის ოფიციალური შეჭრიდან მეათე წლისთავზე: 2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შეყვანის შესახებ პუტინის მიმართვა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები