აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 395 ჰექტარი მიწის ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები