ეუთო-ს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ, ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

სინირლიოღლუ უკვე შეხვდა პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას. ამჯერად, მას „ლელოს“ წევრი – სალომე სამადაშვილი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგი წერეთელთან.

შეხვედრაში მონაწილეობაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და შესაბამისი განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები