გორში, ხეზე ჯაჭვით მიბმულ დათვთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარას ტყეში, ხეზე ჯაჭვით მიბმულ დათვთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც ლანა შაშიაშვილი ცხოველთა დამცველების სახელით გავრცელებულ ფეისბუქპოსტში წერს, გამოსაკვლევია, ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება და მისაღებია შესაბამისი ზომები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.