ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს მოსკოვს ეწვევა
17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავა.
დაგეგმილი ვიზიტის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, პუტინი და პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.