მიქანაძე – გუშინდელ მოვლენებზე: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის ჩართულობა საჭირო გახდა

“ფაქტია, რომ ეს ადამიანები მიდიან ყველაფერზე და, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის ჩართულობა, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, რითაც გუშინდელ აქციაზე არსებულ დაძაბულობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დესტრუქციული ქმედებები წახალისებული ვერანაირად ვერ იქნება.

“პირიქით, ყველა ასეთ ქმედებაზე იქნება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში არსებული საშუალებებით რეაგირება.

თუმცა, მოცემულმა სიტუაციამ გააჩინა საფიქრალი, კიდევ ერთხელ, იმასთან დაკავშირებით, რაიმე დამატებითი ზომები ხომ არ არის საჭირო გატარდეს პრევენციისთვის, რომ მსგავსი ქმედებები, რომლებიც ცდება ქართული გენისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს, აღარ განხორციელდეს”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები