ვოლსკი – აბუ დაბიში მომხდარზე: ვინაიდან ეს ინციდენტი მოხდა საზღვარგარეთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადამიანები არა მარტო გარკვეული გეგმით მოქმედებენ, არამედ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან

“ვინაიდან ეს ინციდენტი მოხდა საზღვარგარეთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადამიანები არა მარტო რაღაც გარკვეული გეგმით მოქმედებენ, არამედ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან და სამწუხარო არის, რომ ასეთი არაერთია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევა ფაშიზმის გამოვლინებაა.

“ეს “აღშფოთებული” გარკვეული საზოგადოება არის შეტევაზე გადმოსული. ასეთი ფაშისტური გამოვლინება და არა მარტო ეს ერთი გამოვლინებაა, არის მახასიათებელი იმ პროპაგანდით მოწამლული ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში.

ორგანიზებულია ეს შეტევა თუ არა, ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც სახელს უტეხს ქვეყანას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები