ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო
პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულების – ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო.
როგორც ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა თქვა, საპროცესო შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარე პროკურორის შეთავაზებაზე თანახმაა; საბა მეფარიშვილი, ამ ეტაპზე, საკუთარ ინტერესებს თავად იცავს.
მოსამართლემ სასამართლო გადადო, რათა ბრალდებულები საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.