სასამართლომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულს და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკაშია მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა 20 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები