რიმა ბერაძე: ირაკლი კობახიძე ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს

“ქართული ოცნების” წევრი, რიმა ბერაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

“საქმიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ორი ძლიერი პოლიტიკოსის გადაადგილებაა, ეს არის საქმიანი ცვლილება.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გამორჩეულ ლიდერს, ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს და მიმაჩნია, რომ ის წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელი იქნება”, – განაცხადა ბერაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები