შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გეკა გელაძემ, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.