“თავს დამნაშავედ არ ცნობს” – ხაშურში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ხაშურის რაიონული სასამართლო არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულის უფლებადამცველი მარიამ ინდუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დადგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გუშინ, საღამოს საათებში წარედგინა 3 მუხლით. ეს არის: 137-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ანუ გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და მუქარა. დადგენილ ბრალდებებში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რამდენიმე საათში დაიწყება სასამართლო სხდომა. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა შუამდგომლობს პატიმრობით. საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით გუშინ ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები