დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო
დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულზე გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.