მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლაი პატრუშევის განცხადება დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული

3d illustration flag of Moldova. Moldova flag isolated on the sky waving in the wind.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს.

მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და რეგიონის  დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და მიმართულია რეგიონის დესტაბილიზაციისკენ. მოლდოვა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თანმიმდევრულად მიჰყვება დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას თავისი მოქალაქეების ნების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები