ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან

ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.

„კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ სი ძინპინთან. შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას. ხაზი გავუსვი ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობას. ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს დაბალანსებული და დაფუძნებული თანაბარ სათამაშო პირობებზე. 2025 წელს ორმხრივი ურთიერთობების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მოუთმენლად ველოდები ევროკავშირისა და ჩინეთის მომავალ სამიტს ბრიუსელში ამ წლის ბოლოს“, – წერს ანტონიო კოშტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები