დარეჯან დვალის ადვოკატი: გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ და ცდილობენ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, ზემოქმედებენ ქალბატონ მარინა ხატიაშვილზე

შედგა შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა მარინა ხატიაშვილის და ასევე, დარეჯან დვალის მიერ. თუმცა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ და ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და ეს შფოთი გააგრძელონ, ზემოქმედებენ ქალბატონ მარინა ხატიაშვილზე, – ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარეჯან დვალი ყველანაირ კომპრომისზე წავიდა.

„მარინა ხატიაშვილმა დღეს დილიდან დაიწყო გარკვეულად პოზიციების ცვლილება, მოითხოვა დამატებით ნოტარიუსთან ამ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ არც ამაზე ვართ წინააღმდეგი, თუმცა მისგან პერიოდულად პოზიციების ცვლილება ხდება. მოვუწოდებთ მას, რომ გაჰყვეს ისევ მორიგებას. განახევრებულ ფასში, ყველანაირი დაკლებით, შემცირებით, ყველანაირ კომპრომისზე წასვლით აბსოლუტურად ყველაფერს დათანხმდა დარეჯან დვალი“, – აღნიშნა გიორგი სუხიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები