ბელგოროდთან ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც დღეს უნდა გაეცვალათ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნას ადასტურებს, რომელშიც 65 ადამიანი იმყოფებოდა.

უწყების მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც დღეს, გეგმურად, უნდა გაეცვალათ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი, 3 თანმხლები პირი და დანარჩენი – 56 უკრაინელი სამხედრო ტყვე იყო.

ჯერჯერობით უცნობია, გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები