ქედის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული მამაკაცი ქედის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები