ბრიანსკის ოლქში კლინცოვსკის ნავთობის ბაზაზე დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.
”საჰაერო სამიზნის განადგურების დროს კლინცოვსკის ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა”, – აცხადებს გუბერნატორი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე მაშველები მუშაობენ.