სტამბოლში, უმრანიეს რაიონში – მეტროსადგურის მშენებლობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ, დროული ევაკუაციის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სოციალურ ქსელებში 3-4-სართულიანი ორსადარაბაზოანი სახლის ჩამონგრევის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.
უმრანიეს რეგიონში ახალი მეტრო ხაზის M12-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პირველი სადგურების გახსნა 2025 წელს იგეგმება.