თურქეთში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მერსინთან ანტალიიდან მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 დაშავდა.

ამის შესახებ TRT Haber იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ავტობუსი გვირაბის გასასვლელთან ბარიერებთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.

დაშავებულები ჰოსპიტალიზირებული არიან.

ადგილზე მისულმა მერსინის მერმა ალი ჰამზა ფეჰლივანმა თქვა, რომ ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები