ბაქოში ბინაგადის რაიონში მდებარე ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემით, მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები ნანგრევებიდან იქნა ამოყვანილი.
ასევე, 24 ადამიანი დაშავდა. მათგან 10 კლინიკურ სამედიცინო ცენტრში დამწვრობით და სხეულის მოტეხილობების დიაგნოზით მოათავსეს, 14 ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე -“სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია” და “გაუფრთხილებლობა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი” მუხლებით.