ხულოში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ტკბილეული დაურიგდათ
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისგან საახალწლო საჩუქარს 600 აღსაზრდელი მიიღებს.
მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ჯემალ ართმელაძესთან ერთად, ზემო ვაშლოვანის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქარი პირადად გადასცა.
ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაშვიდივე სააღმზრდელო დაწესებულებაში სადღესასწაულო საჩუქარი საშობაო არდადეგების დაწყებამდე სრულად დარიგდება.
ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.