ისრაელის თავდაცვის არმიაში (IDF) განაცხადეს, რომ, სასაზღვრო შეტაკებების ფონზე, ლიბანის სამხრეთით “ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
IDF-ის ცნობით, ეს ადგილები მოიცავს სამხედრო ობიექტებს და სხვა ინფრასტრუქტურას, სადაც “ჰეზბოლას” წევრები მოქმედებდნენ.
Times of Israel-ი წერს, რომ “ჰეზბოლასთან” მიმდინარე შეტაკების ფარგლებში ისრაელი დარტყმას პირველი არ ახორციელებს, თუმცა, ამჟამინდელი შემთხვევაც “გაუგონარი არ არის”.