წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა – სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები.
ქალაქ ჯვარის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მინდია ჯინჯოლავას თქმით, შესაბამისი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
“ძლიერმა ქარმა ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემები შექმნა. დილიდან მოსახლეობა მოდის თხოვნით, რომ დავეხმაროთ. ქარმა ჭალეში სახლს სახურავი გადახადა – კონკრეტულად, ორ მოსახლეს აქვს ეს პრობლემა. ერთთან მოგვარებულია, მეორესთან სამუშაოები მიმდინარეობს. ხეები იყო წაქცეული. გზები გაწმენდილია და მოძრაობა შეზღუდული არ არის”,- განაცხადა ჯინჯოლავამ.