,,შაქლაქნაფუძრის ხევი ჩამორეცხა წყალმა, არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით” – ვიდეო

,,შაქლაქნაფუძრის ხევი ჩამორეცხა წყალმა, არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ,,დაჯის კაფე ღრუბლებს ზემოთ” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გვერდი წერს, ინფორმაციას გზის გახსნის შესახებაც გაავრცელებს.

,,ყურადღება !!!!!!!
შაქლაქნაფუძრის ხევი ჩამორეცხა წყალმა, არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით. 3 ივლისს ვაკეთებ ამ განცხადებას, 11:47 საათზე, ყველას გაგაგებინებთ დავდებ ინფორმაციას როგორც კი გზა გაიხსნება”,- წერია ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდა ოფიციალური ინფორმაციაც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები