დევიდ კემერონი პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, თავისი პირველი საგარეო ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდა.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი დევიდ კამერონი თავის ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია“, – წერს ის ტელეგრამში.

უკრაინის ლიდერის თქმით, ბრიტანელ დიპლომატთან იარაღი საკითხი, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, და „ჩვენი ხალხის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის“დაცვის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიო დიდად არ არის ორიენტირებული უკრაინაზე, ხოლო „ფოკუსის გაყოფა არ შველის“.

მან ბრიტანეთს “უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა.

“მინდოდა ჩემი პირველი ვიზიტი თქვენთან შემდგარიყო. პირადად მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის სიძლიერითა და მონდომებით. და ჩემი ვიზიტით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, უპირველეს ყოვლისა – სამხედრო მხარდაჭერას, რომელიც გჭირდებათ. არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალ წელსაც და იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – თქვა დევიდ კამერონმა.

მან დასძინა, რომ ყოფილ პრემიერმინისტრთან, ბორის ჯონსონთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ უკრაინისადმი ჯონსონის მხარდაჭერა “საუკეთესო რამ იყო”.

მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი “საუკეთესო რამ იყო”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში და „მარცვლეულის დერეფნის“ შემდგომი მუშაობის ალტერნატივა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ პროგრესში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები