მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება
მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წელს მხარეში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 33 კილომეტრზე მეტი გზა მოეწყო. სამუშაოები ჩატარდა როგორც მთავარ, ასევე, სოფლების შიდა საუბნო გზებზე.
პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება.
განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეებს ადგილზე უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა შეუძლიათ.