ისტორიული შეთანხმება მიღწეულია და მემორანდუმსაც ხელი მოვაწერეთ, დიდებული სიახლე გვაქვს მეცნიერთა საერთაშორისო დღეს – მირიან ხოსიტაშვილი

„ისტორიული შეთანხმება მიღწეულია და მემორანდუმსაც ხელი მოვაწერეთ.
დიდებული სიახლე გვაქვს მეცნიერთა საერთაშორისო დღეს“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვატიკანსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ საუკუნეების მანძილზე შედგენილი უნიკალური, საარქივო დოკუმენტები შეისწავლონ და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. დარწმუნებული ვარ საქართველოს შესახებ, ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტები ინახება მსოფლიოს მთავარ საისტორიო არქივში .
ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით.

განსაკუთრებული მადლობა ვატიკანში საქართველოს ელჩს ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს და მის გუნდს მხადრაჭერისთვის. ამაზე დიდ საქმეს დღეს ვერ ვიზამდით ამიტომაც, მოსალოცი ამბავია“,- წერს ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები