ევროკავშირი უკრაინას 447 გენერატორს გაუგზავნის – 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ევროკავშირმა უკრაინაში ასობით საავარიო გენერატორის განლაგების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებმა ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვა.
ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოების, თავშესაფრებისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების ელექტროენერგიის აღსადგენად, ის 3.7 მილიონი ევროს (4.3 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების 447 საგანგებო გენერატორების გაგზავნის გეგმას ამუშავებს.
კომისიის ცნობით, გენერატორებს უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, უკრაინის წითელ ჯვართან თანამშრომლობით, ყველაზე დაზარალებულ რაიონებში გაანაწილებს.
როგორც ცნობილია, უკრაინაში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს აღწევს, ბრიუსელმა არსებულ მდგომარეობას „ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები“ უწოდა.