შოთა ბერეკაშვილი – სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრაზე: ჩვენი მიზანია, სწორად შევისწავლოთ, რა შესაძლებლობაა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ

“მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადება, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას”,- ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე დისტრიბუტორებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან ერთად იმუშავებს.

„ჩვენი მიზანია, სწორად შევისწავლოთ, რა პროცესებია ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რა შესაძლებლობაა იმის, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ, რაც საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ აისახება სამომხმარებლო პროდუქტებისა და სწრაფი მოხმარების საგნების ფასების შემცირებაზე. საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო კონკურენტულ გარემოს, სადაც გვექნება ფასების შემცირების დინამიკა და ეს დადებითად აისახება მომხმარებელზე. მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადება, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან ერთად იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები