ზვიად შალამბერიძე: ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ „საია“-ს გაცემულ პასუხს და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს სტრასბურგი

„ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ „საიას“ გაცემულ პასუხს და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს სტრასბურგი“,-ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „საია“-ს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრიორიტეტად არ არის საქმის განხილვა დაწყებული, ეს არის ჩვეულებრივი რიგითობით.

„ძალიან საინტერესო პროცესებს მივადევნეთ თვალი მთელი დღის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კიჟინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციამ დასცხეს, რომ ჯერ არ მისულან ბოლომდე და თითქოს, რაღაც გამარჯვებასაც ზეიმობდნენ, საბოლოოდ ჩაიფუშა დღის ბოლოს. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დღის ბოლოს, რომ მათ მიერ შეტანილი სარჩელის დიდი ნაწილი არ იქნა წარმოებაში მიღებული და მეორე ნაწილზე გარკვეული კითხვები გაუჩნდა სტრასბურგის სასამართლოს, რითაც მიმართა საიას. რეალურად, ახლა ელოდება მათგან პასუხს თუ რამდენად შეუძლია და არის უფლებამოსილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ ზოგადად სარჩელი შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ იქ იყო „საიას“ მიერ შეტანილი სარჩელი და იყო 11 ფიზიკური პირის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ „საიას“ გაცემულ პასუხს და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს სტრასბურგი.

თავიდანვე, როცა შეიტანეს სარჩელი მოითხოვეს, რომ სასამართლოს შეეჩერებინა არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა უარყოფენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ, როგორც ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამალული რეალობები, რომელიც მათ სასიკეთოდ არ მოქმედებდა. შესაბამისად, ამაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ესეც ერთგვარად მიჩქმალეს. საინტერესოა ისიც, რომ ერთის მხრივ „საია“ აცხადებდა, რომ პრიორიტეტად მიიღო სარჩელი სასამართლომ და დაიწყო განხილვა, როგორც პრიორიტეტული საქმის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საქმე 2024 წლის ბოლოს არის შესული და ფაქტობრივად წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ და ისიც გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ პრიორიტეტად არ არის საქმის განხილვა დაწყებული, არის ჩვეულებრივი რიგითობით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები