ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ანგარიშში ევროკომისიამ საქართველოში განხორციელებულ რეფორმები შეაფასა, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებაც.
შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს დაეყრდნო, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.